+995571321313

ვინ ვართ ჩვენ

  • ჩვენი სლოგანი - იყავი სამართლიანი, იყავი კონკურენტუნარიანი
  • ისტორია - BBK - ბიზნესი და სამართალი - დაფუძნდა 2016 წელს.
BBK - ს შექმნის იდეა ჩამოყალიბდა 2015 წელს, როდესაც დაირღვა პარტნიორების უფლებები და საჭირო გახდა კანონით უზრუნველყოფილი უფლებების დაცვა. წარმატებით დასრულებული პროცესი პარტნიორებისთვის გახდა ბიძგი - შეეთავაზებინათ უფლებების დაცვის ხელმისაწვდომი მომსახურება ფართო საზოგადოებისთვის. უფლებების დაცვა სჭირდება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს. ბიზნესის პირველად საჭიროებებში კი იურიდიული მომსახურების გარდა, არის ბიზნესის განვითარებისა და წარმატების მხარდაჭერა, ამიტომ, BBK-ს დამფუძნებელმა გუნდმა გადაწყვიტა შეექმნა კომპლექსური საკონსულტაციო პროდუქტი სწორედ იმ სფეროებში, რომელშიც დააგროვეს გამოცდილება, კვალიფიკაცია და კომპეტენცია.
 
  • BBK - - ლოგოს იდეა ინსპირირებულია რუნული დამწერლობით - კერძოდ სიმბოლო Berkanan -   - ეს სიმბოლო არის კომპლექსური მნიშვნელობის მატარებელი, ისევე, როგორც BBK-ს სერვისი და აღნიშნავს ფიზიკურ და გონებრივ ზრდას, ახალი წამოწყების აყვავებას, რეგენერაციას, შემოსავალს, გაწმენდას მზარდ ბიზნესს, ინვესტიციას, განახლებას, ფიზიკურ სილამაზესა და განსხვავებულობას, ახალი სიცოცხლის დაბადებას, ახალი აქტივობისა და იდეის პოზიტიურობას, ნაყოფიერებას, ახალი ციკლის საწყისსა და განკურნებას.
 
 
  • BBK-ს მისია - შესთავაზოს სამომხმარებლო ბაზარს პროფესიონალური და სრულად პერსონალიზებული, კონკრეტული მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული
  • BBK-ს ხედვა - გახდეს ერთ-ერთი წარმატებული კომპანია საკონსულტაციო ბაზარზე, ბიზნეს და სამართლებრივი ქონსალთინგის მიმართულებით, წვლილი შეიტანოს ბიზნესის განვითარებაში, კერძო სექტორის წარმატებაში და უზრუნველყოს მისი საქმიანობის კანონთან შესაბამისობა
 
  • ხელმისაწვდომი მომსახურება - ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს მომსახურების ხელმისაწვდომობა ყველა სახის შემოსავლის მქონე პირისათვის. აღნიშნული ხორციელდება არა გუნდის წევრების კვალიფიკაციისა თუ შესრულებული სამუშაოს ხარჯზე, არამედ სწორად განაწილებული სამუშაო რესურსისა და გუნდური, კოორდინირებული მუშაობის საშუალებით.
     
  • თქვენი საქმიანობის გამარტივება - კომპანიის ხედვა, მიმართულებათა მრავალფეროვნება და ჩვეენი გუნდის წევრების პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია და გამოცდილება გახდება თქვენი წარმატების გარანტი. BBK-ს მთელი შემადგენლობის კოორდინირებული მუშაობა დაგეხმარებათ სწორედ ამ მიზნის მიღწევაში.

ჩვენი გუნდი

ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალებით

კლიენტები

ჩვენთან თანამშრომლობა მომგებიანია